თბილისში, ევროპის დღის აღნიშვნასთან დაკავშირებით, რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა შეიზღუდება

ევროპის დღის აღნიშვნასთან დაკავშირებით, თბილისში რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა შეიზღუდება.
ამის შესახებ ინფორმაციას შს სამინისტრო ავრცელებს.
“მიმდინარე წლის 5 მაისს თბილისში, რიყის პარკსა და ევროპის მოედანზე, ევროპის დღე აღინიშნება, რის გამოც, საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით, მიმდებარე ტერიტორიასა და გარკვეულ ქუჩებზე მოძრაობა აიკრძალება,” – ნათქვამია განმცხადებაში.
განცხადების თანახმად, 5 მაისის 17:00 საათიდან 23:00 საათამდე მოძრაობა, ასევე, აიკრძალება გორგასლის მოედნიდან ევროპის მოედნის მიმართულებით.
ევროპის მოედანზე მოძრაობა ნაწილობრივ აღდგება 5 მაისის 00:00 საათიდან, ხოლო 6 მაისის 10:00 საათიდან – სრულად.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები