5 მაისს თბილისის ქუჩების ნაწილი გადაიკეტება – შსს განცხადებას ავრცელებს

შს სამინისტრო თბილისში, 5 მაისს დაგეგმილი ღონისძიების შესახებ განცხადებას ავრცელებს.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, თბილისში, რიყის პარკსა და ევროპის მოედანზე „ევროპის დღისადმი“ აღსანიშნავ დღესასწაულთან დაკავშირებით, გარკვეულ ქუჩებში მოძრაობა იკრძალება.
„კვირა“ შს სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
„შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი გაცნობებთ, რომ მიმდინარე წლის 5 მაისს თბილისში, რიყის პარკსა და ევროპის მოედანზე ევროპის დღე აღინიშნება, რის გამოც, საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით, მიმდებარე ტერიტორიასა და გარკვეულ ქუჩებზე მოძრაობა აიკრძალება.
4 მაისს, 21 საათიდან ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალება:
• ევროპის მოედნიდან ღვინის აღმართის მიმართულებით;
• მეტეხის ტაძრის ცენტრალური შესასვლელიდან ევროპის მოედნის მიმართულებით;
• მეტეხის ქუჩაზე და წრიული მოძრაობა ევროპის მოედანზე.
5 მაისის 17:00 საათიდან 23:00 საათამდე მოძრაობა, ასევე, აიკრძალება გორგასლის მოედნიდან ევროპის მოედნის მიმართულებით.
ევროპის მოედანზე მოძრაობა ნაწილობრივ აღდგება 5 მაისის 00:00 საათიდან, ხოლო 6 მაისის 10:00 საათიდან – სრულად.“ – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები