რეგიონის ინკლუზიური განათლების სპეციალისტებისთვის შესარჩევი კონკურსი ცხადდება

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი პროექტის “რეგიონული სასწავლო ტური სპეციალური მასწავლებლებისთვის” ფარგლებში სპეც-მასწავლებლების შესარჩევ კონკურსს აცხადებს.

პროექტი საშუალებას მისცემს რეგიონის სპეციალურ მასწავლებლებსა და ინკლუზიური განათლების კოორდინატორებს გაიზიარონ თბილისის წარმატებული სკოლების ინკლუზიური განათლების პრაქტიკა, დასვან შეკითხვები, შეისწავლონ სწავლების და სსსმ მოსწავლის კლასში ინტეგრაციის ეფექტური სტრატეგიები.

კონკურსის შედეგად შერჩეული 30 ინკლუზიური განათლების სპეციალისტი მიმდინარე წლის 14 მაისს განაწილდება შვიდ სკოლაში, სადაც მათ ეყოლებათ სუპერვიზორები (ხელმძღვანელები). თითოეული სუპერვიზორი ერთი კვირის განმავლობაში იმუშავებს 4-5 მასწავლებელთან.

რეგიონული სასწავლო ტური პირველად ცენტრის მიერ 2016 წელს განხორციელდა და აღნიშნული პროექტი მნიშვნელოვნად დაეხმარა სამიზნე ჯგუფს სამუშაოს დაგეგმვასა და განხორციელებაში.

რეგისტრაცია  7 მაისის  ჩათვლით მიმდინარეობს. რეგისტრაციისთვის მიჰყევით ბმულს:

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები