მარშანია მარგველაშვილს: თქვენ მე არ მისმენთ, არასეპარატისტ აფხაზს და როგორ აპირებთ სეპარატისტებთან საერთო ენის გამონახვას?!

თქვენ მე არ მისმენთ, არასეპარატისტ აფხაზს, და როგორ აპირებთ სეპარატისტებთან საერთო ენის გამონახვას?! – ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის“ დეპუტატმა ადა მარშანიამ პარლამენტში, პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლის შემდეგ განაცხადა.
დეპუტატმა მოსკოვთან პირდაპირი დიალოგის აუცილებლობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ აბაშიძე-კარასინისა და ჟენევის ფორმატებს რეალური შედეგი არ მოაქვს.
„მე არ მიყვარს ამ თემაზე საუბარი, მაგრამ ჩემი ფრაქციის წევრები მთხოვენ -შეახსენე ადა პარლამენტს, რომ შენ ეთნიკურად აფხაზი ერთადერთ დეპუტატი ხარ საქართველოს პარლამენტშიო,- აი შეგახსენეთ, რატომ შეგახსენეთ? – მე აქ რომ ვარ საქართველოს პარლამენტში ეს იმას ნიშნავს, რომ ვარ არასეპარატისტი აფხაზი და მიმაჩნია, როგორც ჩემი წინაპრები ტრადიციულად, ქართულ, ერთიან სახელმწიფოში ცხოვრობდენ, აფხაზებმა ისე უნდა იცხოვრონ თუ უნდათ, რომ მათ შეინარჩუნონ თავისი სახელი, სახე, კულტურა, ადათ-წესები, რომელიც ძალიან მჭიდრო კავშირშია და თითქმის იდენტურია ბევრ საკითხში ქართულ კულტურასთან, ადათ-წესებთან თქვენ მე არ მისმენთ არასეპარატისტ აფხაზს და როგორ აპირებთ სეპარატისტებთან საერთო ენის გამონახვას?!“, – განაცხადა ადა მარშანიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები