გიორგი მარგველაშვილმა პროტესტის ნიშნად პარლამენტის სხდომა დატოვა (ვიდეო)

საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა პროტესტის ნიშნად პარლამენტის სხდომა დატოვა. ამას წინ საქართველოს პრეზიდენტსა და პარლამენტის თავმჯდომარეს შორის კამათი უძღვოდა.
გიორგი მარგველაშვილი ითხოვდა, რომ დეპუტატების სიტყვით გამოსვლისას მას მისცემოდა პასუხის გაცემის საშუალება, ირაკლი კობახიძემ კი, მას განუმარტა, რომ რეგლამენტის მიხედვით ყველა კითხვაზე პასუხის შესაძლებლობა საბოლოო სიტყვით გამოსვლისას ექნებოდა.
აღნიშნულის შემდეგ გიორგი მარგველაშვილმა სხდომათა დარბაზი დატოვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები