რაჭაში საგაზაფხულო ხვნის სამუშაოები მიმდინარეობს

რაჭაში, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში შპს „მექანიზატორის“ ტექნიკა საგაზაფხულო ხვნის სამუშაოებს ახორციელებს. დღეის მდგომარეობით, ამბროლაურის სერვისცენტრში მობილიზებული ტექნიკით, უკვე დამუშავებულია 100 ჰექტარი მიწის ფართობი.

სამუშაოები აქტიურად გრძელდება სოფელ ხოტევში, სადაც შპს „მექანიზატორის“ 1 ერთეული ტრაქტორით  15/100 ჰექტარი მიწის ფართობი მუშავდება.

საგაზაფხულო ხვნების სამუშაოების ჩასატარებლად, შპს „მექანიზატორის“ ამბროლაურის  სერვისცენტრში 29 ერთეული ტრაქტორია მობილიზებული. საჭიროების შემთხვევაში, აღნიშნული ტექნიკა სამუშაო პროცესში სრულად ჩაერთვება.

შპს „მექანიზატორი“ მიწათმოსარგებლეებს 80-მდე აგროოპერაციის შესრულებას მთელი საქართველოს მასშტაბით სთავაზობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები