გიორგი დოხტურიშვილმა ვარკეთილში განახლებული სპორტული მოედანი გახსნა

თბილისის საკრებულოს სამგორის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი დოხტურიშვილმარეაბილიტირებული სპორტული  მოედნის გახსნაში მონაწილეობა მიიღო.

ვარკეთილში, ჯავახეთის ქუჩა 4-ის მიმდებარედ არსებული სტადიონის რეაბილიტაცია ერთი თვის წინ დაიწყო. ამორტიზებულ მოედანზე მთლიანად გამოიცვალა საფარი, დამონტაჟდა ღობე, ფეხბურთის კარები და კალათბურთის ფარები.

სპორტული მოედნის გახსნის აღსანიშნავად ფეხბურთის ტურნირი გაიმართა, რომელშიც  მონაწილეობა ზედა და ქვედა სამგორის 2004-2005 წელს დაბადებულმა ასაკობრივმა გუნდებმა მიიღეს. გამარჯვებულებს პრიზები, მედლები, თასები, სიგელები და სამახსოვრო ბურთები რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი დოხტურიშვილმა გადასცა.

ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვა და სპორტის განვითარება ჩვენი გუნდის ერთერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია. ვარკეთილის მესამე მასივში სამი სპორტული მოედნის რეაბილიტაცია განხორციელდა. მიმდინარე წლის ბიუჯეტში მსგავსი პროექტები კიდევ არის გათვალისწინებული და მათი განხორციელება ინტენსიურად გაგრძელდება“, – განაცხადა გიორგი დოხტურიშვილმა.

რაიონის დეპუტატთან ერთად, სპორტული მოედნის გახსნას საკრებულოს დეპუტატი ლევან არველაძე ესწრებოდა.

აღსანიშნავია, რომ ვარკეთილის მესამე მასივში მიმდინარე თვეში ორი სპორტული მოედნის სრული რეაბილიტაცია განხორციელდა, მესამე მოედანზე მიმდინარე სამუშაოები კი უახლოეს მომავალში დასრულდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები