“მოკლულია ქართველების მიერ” – თურქეთიდან საქართველოს მოქალაქის ცხედარი გადმოასვენეს

თურქეთში მოკლული 47 წლის ლუხუმ ჯანჯარია საქართველოში გადმოასვენეს. ქალაქ იზმირში სამუშაოდ წასული ლუხუმი სტამბოლის სკვერში ყელგამოჭრილი იპოვეს. თურქულმა მხარემ აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება უკვე დაიწყო, თუმცა, რა მუხლით, ჯერჯერობით უცნობია.

როგორც გარდაცვლილის ნათესავმა განაცხადა, ლუხუმ ჯანჯარია ქართველების მიერაა მოკლული, თუმცა მისივე თქმით, ამის შესახებ თურქეთში არ საუბრობენ. მისივე ინფორმაციით, ლუხუმ ჯანჯარიას სხეულზე ძალადობის კვალი ეტყობოდა.

“ძნელად ამოსაცნობი იყო, რადგან დიდი ხნის გარდაცვლილია. სხვადასხვა დაზიანება აქვს, მოკლულია ქართველების მიერ. იქ არაფერს ამბობენ, ორი თვის შემდეგ იქნება პასუხებიო”,-განაცხადა ლუხუმ ჯანჯარიას ახლობელმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები