შალვა თადუმაძე იანოშ ჰერმანს შეხვდა

საქართველოში ევროკავშირის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტები, სამომავლო გეგმები და სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავება იყო საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის შალვა თადუმაძისა და ევროკავშირის ელჩის იანოშ ჰერმანის შეხვედრის მთავარი თემები.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე, რომელიც დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა, ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერობების განვითარების პოზიტიურ დინამიკაზე. აღინიშნა ევროპული ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი.

შალვა თადუმაძემ ხაზი გაუსვა ევროკავშირის მხარდაჭერის მნიშვნელობას ქვეყანაში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელების პროცესში და ევროკავშირის ელჩს მადლობა გადაუხადა.

შეხვედრისას საუბარი ასევე შეეხო თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებას სხვადასხვა სფეროში, მათ შორის საჯარო ადმინისტრირების რეფორმისა და რეგიონულ განვითარებასთან დაკავშირებული საკითხების მიმართულებით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები