პრეზიდენტი NDI-ის გამოკითხვაში მისი რეიტინგის შემცირებას ივანიშვილის კრიტიკას უკავშირებს
ჩემთვის აბსოლუტურად მოსალოდნელი იყო ჩემი რეიტინგის დაცემა – ასე შეაფასა საქართველოს პრეზიდენტმა NDI-ის გამოკითხვის შედეგები. საქართველოს პრეზიდენტი NDI-ის გამოკითხვაში მისი რეიტინგის შემცირებას ბიძინა ივანიშვილის კრტიკას უკავშირებს. როგორც მარგველაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ივანიშვილის კრიტიკის მერე, იმ ადამიანებმა, რომლებიც მას მხარს სწორედ ყოფილი პრემიერის გამო უჭერდნენ, მასთან მიმართებაში საწინააღმდგეო პოზიცია დააფიქსირეს.
“ჩემთვის აბსოლუტურად მოსალოდნელი იყო ჩემი რეიტინგის დაცემა. მე აქამდეც არაერთხელ მითქვამს, რომ ბიძინა ივანიშვილს დიდი წვლილი ჰქონდა იმ წარმატებაში, რომელიც არჩევნებზე 62%-ის სახით დამიფიქსირდა. ბუნებრივია, რომ ბიძინას კრიტიკის შემდეგ, იმ ადამიანებმა, ვინც მის გამო მიჭერდნენ მხარს, ჩემთან მიმართებაში საწინააღმდეგო პოზიცია დაააფიქსირეს. შესაბამისად, ეს ჩემთვის აბსოლუტურად ბუნებრივი და მისაღებიცაა”, -განუცხადა გიორგი მარგველაშვილმა ჟურნალისტებს შესაბამის საკითხზე კომენტირებისას.
NDI-ის ბოლო გამოკითხვის მიხედვით, გიორგი მარგველაშვილის მოწონების რეიტინგი 46 პროცენტია; 2013 წლის ნომებრის კვლევაში კი, პრეზიდენტის რეიტინგი 72 პროცენტი იყო.