ფრაქცია „ქართული ოცნება – ძლიერი საქართველოსთვის” წევრებმა სკოლის მოსწავლეებს უმასპინძლეს

პარლამენტში „ქართული ოცნება – ძლიერი საქართველოსთვის”  ფრაქციის თავმჯდომარე, ბიძინა გეგიძე და ფრაქციის წევრები  სკოლის მოსწავლეებს შეხვდნენ. ახალგაზრდებმა წარმოადგინეს პრეზენტაცია თემაზე: „არასრულწლოვანთა პერსონალური მონაცემების დამუშავება”.

დეპუტატებმა მოსწავლეებთან ერთად იმსჯელეს ისეთ საკითხებზე, როგორიცაა  პირადი ცხოვრების დაცულობა. ახალგაზრდებმა უპასუხეს კითხვას, დაცულია თუ არა მათი პირადი ცხოვრება და პერსონალური მონაცემები. მათ გამოთქვეს საკუთარი მოსაზრებები, იმასთან დაკავშირებით, თუ  ვინ უნდა აცხადებდეს თანხმობას პირადი მონაცემების დამუშავების თაობაზე.

შეხვედრაზე ისაუბრეს იმ პრაქტიკულ შემთხვევებზე, როცა აღნიშნული მიმართულებით მოსწავლეთა უფლება დაირღვა.  მსჯელობის ერთ-ერთ საგანს მობილური აპლიკაციებით შექმნილი ბაზების საშუალებით პირადი ნომრის ხელმისაწვდომობა წარმოადგენდა. შეხვედრაზე ისაუბრეს ასევე ელექტრონული რეგისტრაციის რისკებზე.

დეპუტატებმა ამომწურავად უპასუხეს ახალგაზრდების მიერ დასმულ კითხვებს მათთვის მნიშვნელოვან და საინტერესო საკითხებზე. ​

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები