მაია ბითაძე: მერიის ინიციატივა ავტოფარეხების იძულებით ჩამორთმევას ან კომპენსაციას არ გულისხმობს

“ავტოფარეხების ნებაყოფლობით დათმობის შემთხვევაში, მუნიციპალიტეტები უზრუნველყოფენ ამ ტერიტორიების მოწყობას და მოწესრიგებას. არც კომპენსაციაზე, არც იძულებით ჩამორთმევაზე საუბარი არ არის. თუ ერთმა დათმო ავტოფარეხი და მეორემ არა, ასე არ გამოდის”– ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილემ, მაია ბითაძემ განაცხადა.

მან მოსახლეობას მოუწოდა, რომ გამგეობებთან ერთად, აქტიურად ჩაერთოს აღნიშნული ინიციატივის განხორციელებაში.

„ავტოფარეხმა დაკარგა თავისი ფუნქცია. ჩვენი მოწოდებაა, რომ მოსახლეობა, გამგეობებთან ერთად, აქტიურად ჩაერთოს დაგეგმვაში. აქ არ არის საუბარი ავტოფარეხის იძულებით ჩამორთმევაზე, აქ არის ერთობლივი თანამონაწილეობის იდეა, რომელიც წარმატებულად განხორციელდა ბევრ სახელმწიფოში. იგივე შეიძლება გაკეთდეს თბილისშიც. ავტოფარეხების ნებაყოფლობით დათმობის შემთხვევაში, მუნიციპალიტეტები უზრუნველყოფენ ამ ტერიტორიების მოწყობას და მოწესრიგებას. არც კომპენსაციაზე, არც იძულებით ჩამორთმევაზე საუბარი არ არის. თუ ერთმა დათმო ავტოფარეხი და მეორემ არა, ასე არ გამოდის”, – განაცხადა მაია ბითაძემ.

შეგახსენებთ, რომ დღეს გამართულ სხდომაზე, კახა კალაძემ თბილისის მოსახლეობას ძველი ავტოფარეხების ადგილზე მწვანე სივრცეების მოწყობა შესთავაზა. მისი თქმით, აღნიშნული პროექტის განხორციელება მხოლოდ მოსახლეობის სურვილის შემთხვევაში დაიწყება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები