გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ თაზაქენდში ხანძარი ლიკვიდირებულია

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ თაზაქენდში ხანძარი ლიკვიდირებულია, – ამის შესახებ „კვირას“ საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახურში განუცხადეს.
უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
მათივე ინფორმაციით, ცეცხლი ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლს გაუჩნდა.
შემთხვევის ადგილზე ცეცხლს რუსთავის ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის ორი და გარდაბნის ერთი ბრიგადა ებრძოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები