საგარეჯოში ქვემო სამგორის სარწყავი სისტემის აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს

საგარეჯოს მუნიციპალიტეტში ქვემო სამგორის სარწყავი სისტემის მაგისტრალური არხის მონაკვეთების რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
როგორც „კვირას“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, პროექტის ფარგლებში, სარემონტო სამუშაოები უტარდება მაგისტრალური არხის გამანაწილებლებს, კერძოდ, გ-1-დან გ-8-მდე მონაკვეთებს. ეწყობა სხვადასხვა დიამეტრის ფოლადის მილები, მიმდინარეობს მილხიდებისა და წყალგამშვები ხიდების აღდგენითი სამუშაოები.
გამანაწილებლების რეაბილიტაციის შედეგად, გაუმჯობესდება წყლის მიწოდება და რეგულარულად მოირწყვება სოფლების – ნინოწმინდის, გიორგიწმინდის და ქ.საგარეჯოს 730 ჰა სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი.
სამუშაოებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაცია“ ახორციელებს. ქვემო სამგორის სარწყავი სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები 2018 წლის ზაფხულში დასრულდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები