„საქართველო ის ქვეყანაა, სადაც არ არის საჭირო დიდი ძალისხმევა ვამტკიცოთ ევროპის საჭიროება“

საქართველო გახლავთ სწორედ ის ქვეყანა, სადაც არ არის საჭირო დიდი ძალისხმევა ვამტკიცოთ ევროპის საჭიროება და მნიშვნელობა, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა ფილიპ დიმიტროვმა განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს, ისევე, როგორც მოლდოვას, სჭირდება ევროპა.
“ზუსტად 64 წლის წინ საფრანგეთის პრეზიდენტს მოუვიდა აზრად ჩამოყალიბებულიყო ევროკავშირი, რომლის თაობაზეც დღეს ვსაუბრობთ. ეს იდეა, რომელიც იმ პერიოდისთვის იყო აბსოლუტურად ახალი, დღეს გახდა ყველაზე ჩვეული და მისაღები. დღეს ვერ წარმოგვიდგენია ევროპა ამ კანონის გარეშე, რომელიც მოწოდებულია ერებს შორის ურთიერთობის გასამყარებლად. ის პრინციპები, რომლის საფუძველზეც ევროკავშირი შეიქმნა იმდენად ცხოველმყოფელია, თავად ის ერები და ადამიანები, რომლებიც ამ პრინციპებს არ იზიარებენ, მაინც იძულებული არიან აღიარონ ისინი. რა თქმა უნდა, შეიძლება უბრალო მიზეზები გააჩნდეს ადამიანების ქცევასა და მათ აზროვნებას. ეს არის ფინანსური საკითხები, რაც ევროპისთვისაც მისაღები თემაა. ვიყავი ახალგაზრდა და ის სიმღერა, რომელშიც ნათქვამია “ვინ მაჭმევს, ვინ მასმევს, როცა გვხდები 64 წლის”, – ჩემთვისაც ცოტა შორეული პერსპექტივა იყო. დღეისთვის კი ევროპული თემა ძალიან გავრცელებულია. ჩვენ ამ თემაზე შეიძლება მოვისმინოთ უამრავი დებატი, განსაკუთრებით პოლიტიკოსებს შორის, მათი გამონათქვამები ევროპულ საკითხებთან დაკავშირებით, მაგრამ არსებითად მნიშვნელოვანი თემა ის გახლავთ, გვჭირდება კი ჩვენ ევროპა და თუ გვჭირდება რატომ. საქართველო გახლავთ სწორედ ის ქვეყანა, სადაც დიდი ძალისხმევა არ არის საჭირო ვამტკიცოთ ევროპის საჭიროება და მნიშვნელობა. შეიძლება თამამად ითქვას, რომ საქართველოს, ისევე, როგორც მოლდოვას, სჭირდება ევროპა, მაგრამ ისინიც, ვინც სკეპტიკურად არიან განწყობილი ევროპის მიიმართ, საბოლოო ჯამში, მაინც დაკავებული არიან ევროპაზე ფიქრით”, – განაცხადა ფილიპ დიმიტროვმა პარლამენტში ევროპის დღისადმი მიძღვნილგამართულ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობისას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები