პატრიარქმა, 9 აპრილის მემორიალთან დაღუპულთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 9 აპრილის მემორიალთან მივიდა და დაღუპულთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა.
ადგილზე იმყოფებოდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრე, მიტროპოლიტი შიო.
9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას დილიდან პატივს მიაგებენ პოლიტიკოსები და მოქალაქეები.
მემორიალთან იმყოფებოდა საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და თბილისის მერი კახა კალაძე. მათ მემორიალი ყვავილებით შეამკეს და დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს.
9 აპრილის ტრაგედიიდან 29 წელი შესრულდა. 1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რასაც ადამიანთა მსხვერპლი მოჰყვა.
დარბევის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა, ხოლო ათასობით მოქალაქე დაუდგენელი შემადგენლობის გაზით მოიწამლა.
მოგვიანებით, 1991 წლის 9 აპრილს კი უზენაესმა საბჭომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები