თბილისის საკრებულოს წევრებმა 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ და საკრებულოს წევრებმა 1989 წლის, 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს და  პარლამენტის შენობასთან მდებარე მემორიალი ყვავილებით შეამკეს.

„დღეს ჩვენ პატივი მივაგეთ იმ ადამიანების ხსოვნას, რომლებმაც საქართველოს ერთიანობას და  მის დამოუკიდებლობას თავი შესწირეს. მათი ღვაწლი ყოველთვის იქნება დაფასებული. 9 აპრილი ნამდვილად არის ჩვენი ქვეყნის ერთიანობის სიმბოლო“, – განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

9 აპრილის მოვლენებიდან 29 წელი გავიდა. საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით მოწყობილი მშვიდობიანი დემონსტრაცია საბჭოთა არმიის საგანგებო დანიშნულების ჯარისკაცებმა სასტიკად დაარბიეს, რასაც 21 მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები