გიორგი კვირიკაშვილი ლეილა აბაშიძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

საქართველოს პრემიერი-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ლეილა აბაშიძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.

„დიდ მწუხარებას გამოვთქვამ ქართული კინოს თვალსაჩინო წარმომადგენლის ლეილა აბაშიძის გარდაცვალების გამო. თანავუგრძნობ და ვუსამძიმრებ მის ოჯახსა და ახლობლებს.

ლეილა აბაშიძემ თავისი შემოქმედებით უდიდესი კვალი დატოვა ჩვენი კინოს ისტორიაში. მისმა შექმნილმა კინოგმირებმა, რომლებიც ძალიან ახლობელი, დაუვიწყარი და გამორჩეულად ძვირფასია მაყურებლისთვის, იგი ნამდვილ კინოვარსკვლავად აქცია.

ვუსამძიმრებ ქართული კულტურის მოღვაწეებსა და მაყურებელს დიდი მსახიობის გარდაცვალებას“, -ნათქვამია სამძიმრის წერილში.

ლეილა აბაშიძე 88 წლის ასაკში გუშინ გარდაიცვალა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები