თბილისის სასაფლაოების მიმართულებით, მუნიციპალური ავტობუსები მგზავრებს უფასოდ მოემსახურებიან

დედაქალაქის მერიის გადაწყვეტილებით, დღეს, 9 აპრილს, 08:00-დან 20:00 საათამდე, თბილისის სასაფლაოების მიმართულებით მუნიციპალური ავტობუსები მგზავრებს უფასოდ მოემსახურებიან.

მუნიციპალური ტრანსპორტი მგზავრებს მუხათგვერდისა და ვაშლიჯვრის სასაფლაოებზე მეტრო „დიდუბიდან“ გაიყვანს, კუკიასა და მახათას სასაფლაოებისკენ – სადგურისა და კოტე მარჯანიშვილის მოედნებიდან, საბურთალოს სასაფლაოზე – მეტრო „დელისიდან“, თბილისის ზღვის სასაფლაოზე – მეტრო „სარაჯიშვილიდან“, ასევე, ველის სასაფლაოსკენ მიმავალი ავტობუსი გაჩერდება ბესარიონ ჭიჭინაძის ქუჩის 25-ე კორპუსის მიმდებარედ, ხოლო ვარკეთილის სასაფლაოებისკენ ავტობუსი იმოძრავებს მეტრო „ვარკეთილიდან“ და შუამთის ქუჩის მე-10 კვარტლიდან. ავტობუსები გაჩერდება შუამთის ქუჩაზე, მეათე კვარტლის მე-15 კორპუსთან.

მუნიციპალური ავტობუსები მგზავრებს გუშინაც უფასოდ ემსახურებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები