მეუფე შიო: ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ხარების დღესასწაული დაემთხვა დიდი შაბათს

“ძალიან მნიშვნელოვანია ისიც, რომ ხარების დღესასწაული დაემთხვა დიდი შაბათს. კიდევ უფრო დიდი დღესასწაული წინ გველოდება”, – ამ სიტყვებით მიმართა მეუფე შიომ სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში შეკრებილ მრევლს.

სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში, ხარებისა და დიდი შაბათის ლიტურგია ჩატარდა, რომელსაც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის მოსაყდრე – მეუფე შიო ესწრებოდა. წირვა-ლოცვის დასრულების შემდეგ, მრევლი მეუფე შიომ აზიარა.

“ძალიან მნიშვნელოვანია ისიც, რომ ხარების დღესასწაული დაემთხვა დიდი შაბათს. კიდევ უფრო დიდი დღესასწაული წინ გველოდება. შეგახსენებთ, რომ დღეს მცხეთობის დღესასწაულია. ამიტომ ჩვენ მოვაწყობთ მსვლელობას მცხეთის ქუჩებში და ვაკურთხებთ, ვისაც სურვილი გაქვთ, შემოგვიერთდით. მადლობა ყველას, გილოცავთ ამ უდიდეს დღესასწაულს”, – განაცხადა მეუფე შიომ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები