ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის წარმომადგენლებმა სოციალურად დაუცველ ოჯახს სააღდგომოდ საჩუქრები გადასცეს

ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის წარმომადგენლებმა სოციალურად დაუცველ ოჯახს დამდეგი აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცეს. უწყების ცნობით, პროკურატურის თანამშრომლები ვარკეთილში მცხოვრებ, სოციალურად დაუცველ რუსუდან ფრიდონაშვილის მრავალშვილიან ოჯახს ეწვივნენ და საკვები პროდუქტები და საჩუქრები გადასცეს.

ღონისძიება პროექტ „საზოგადოებრივი პროკურატურის“ ფარგლებში ჩატარდა და მიზნად სოციალურად დაუცველთა მხარდაჭერას და პროკურატურის მიმართ საზოგადოების ნდობის ამაღლებას ისახავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები