მარიამ ჯაში: პატიებას ვთხოვ საზოგადოებას, ვინც შეურაცხყოფად მიიღო ჩემი გადაწყვეტილება ნინია კაკაბაძის მხარდაჭერასთან დაკავშირებით

„პატიებას ვთხოვ საზოგადოებას, ვინც შეურაცხყოფად მიიღო ჩემი გადაწყვეტილება ნინია კაკაბაძის მხარდაჭერასთან დაკავშირებით“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მარიამ ჯაში აცხადებს და სოციალურ ქსელში ვრცელ სტატუსს აქვეყნებს.
ჩემი გადაწყვეტილება ერთადერთ მიზანს ემსახურებოდა – ოპოზიციის კვოტით გათვალისწინებული კანდიდატის არჩევას… თუმცა, სამწუხაროდ დიდი რეაქცია მოყვა ამ ნაბიჯს ჩვენი საზოგადოების მხრიდან და გადავწყვიტე რამდენიმე სიტყვით მომემართა.
20 წელია ვცდილობ ჩემ ქვეყანას და ეკლესიას საქმით დავუმტკიცო სიყვარულიც და პატივისცემაც. ძალიან მერიდება საკუთარ თავზე საუბარი რომ მიწევს… მაგრამ ათასობით ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შემაძლებინა იმ პროფესიონალურმა გზამ და პროგრამებმა – იმუნიზაციის, შიდსის, მალარიის, C ჰეპატიტის თუ სოლიდარობის ფონდის – რომელთა უკან ვიდექი პირველი ან სულ რამდენიმე თანამოაზრესთან ერთად. საყოველთაო ჯანდაცვის დოკუმენტიც, ისე მოხდა, რომ ჩემი ხელმოწერით გაიგზავნა მთავრობაში, მაგრამ ამ პროგრამის სათავეებთან ბევრი ადამიანი ვიდეგით დავით სერგეენკოს ხელმძღვანელობით.
ზუსტად ესეთი მნიშვნელოვანი ცვლილებების შექმნის იმედი მაქვს დღეს უკვე განათლების, მეცნიერების და კულტურის მიმართულებებით.
სისტემურ რეფორმებთან ერთად ვცდილობ სამივე სფეროში ჩვენი ეკლესიის როლი წარმოჩინდეს ისეთი განსაკუთრებული მნიშვნელობით, რომელსაც ჩვენი ქართული მართლმადიდებელი ეკლესია 17-საუკუნოვანი ნამოღვაწარით იმსახურებს.
პარლამენტში არჩევის პირველივე დღეებიდან არ მოვრიდებივარ ერთგვარად ტაბუ-დადებული თემის – სკოლებში რელიგიის ისტორიის სწავლების თუ განათლების, მეცნიერებისა და კულტურის სფეროში ეკლესიასთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობის აუცილებლებლობის წარმოჩინებას, რადგან ეს არის ჩვენი ქვეყნისთვის და ხალხისთვის უაღრესად მნიშვნელოვანი.
და იმ ყველა მასშტაბურ საკითხს შორის, რომელზეც თანამოაზრეებთან და დარგის ექსპერტებთან ერთად ყოველდღიურად ვმუშაობ და რომელიც მალე გახდება ჩვენი საზოგადოებისთვის ცნობილი – ნინია კაკაბაძის არჩევის საკითხი არ ჩამითვლია ესოდენ პრინციპულად.
მიუხედავად ამისა, თუ ჩვენმა საზოგადოებამ შეურაცხყოფად მიიღო ჩემი ნაბიჯი – საზოგადოების ამ ნაწილს პატიებას გთხოვთ…“ – წერს მარიამ ჯაში.
შეგახსენებთ, რომ 4 აპრილს, პარლამენტმა პარტია „ევროპული საქართველოს“ კანდიდატი ნინია კაკაბაძე საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრად აირჩია.
კენჭისყრის მონაცემებით, ნინია კაკაბაძის კანდიდატურას მხარი 55-მა დეპუტატმა დაუჭირა, ხოლო 12 წინააღმდეგ წავიდა.
კაკაბაძის წინააღმდეგ კი “ქართული ოცნების” 11 წევრი და “პატრიოტთა ალიანსის” ერთი წევრი წავიდა.
ნინია კაკაბაძის მომხრეთა სია ასე გამოიყურება, “ქართული ოცნება”: ცოტნე ზურაბიანი; ედიშერ თოლორაია; რატი იონათამაშვილი; პაატა კვიჟინაძე; სოფიო კილაძე; ირაკლი კობახიძე; კახაბერ კუჭავა; დავით მათიკაშვილი; იოსებ მაკრახიძე; გენადი მარგველაშვილი; ენძელა მაჭავარიანი; გოგი მეშველიანი; გრიგოლ მიქელაძე; ენზელ მკოიანი; გიორგი მოსიძე; დიმიტრი მხეიძე; თამაზ ნავერიანი; კახაბერ ოქრიაშვილი; ანრი ოხანაშვილი; ირაკლი ბერაია; ირაკლი(დაჩი) ბერაია; ანზორ ბოლქვაძე; გიგა ბუკია; ელგუჯა გოცირიძე; გოგა გულორდავა; ირინა ფრუიძე; სოფიო ქაცარავა; მიხეილ ყაველაშვილი; გოდერძი ჩანქსელიანი; თამარ ჩუგოშვილი; ზვიად ძიძიგური; გიგი წერეთელი; ნინო წილოსანი; გიორგი ხატიძე; თენგიზ ხუბულური; ზაზა ხუციშვილი; მარიამ ჯაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები