ალი ბაბაევი მოზარდზე თავდასხმაზე: ვინც არ უნდა იყოს, მსგავსი ძალადობის ჩამდენი სასტიკად უნდა დაისაჯოს

ვინც არ უნდა იყოს, მსგავსი ძალადობის ჩამდენი პირები სასტიკად უნდა დაისაჯონ – ასე გამოეხმაურა “აზერბაიჯანელთა ეროვნული კონგრესის თავმჯდომარე“ ალი ბაბაევი, აზერბაიჯანის მოქალაქის მიერ, არასრულწლოვანზე თავდასხმის ფაქტს.
შესაბამისი შეფასება ბაბაევმა „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
„ძალიან ცუდი ფაქტი მოხდა, ეს არის დანაშაული. ვინც არ უნდა იყოს, მსგავსი ძალადობის ჩამდენი პირები სასტიკად უნდა დაისაჯონ. არ აქვს მნიშვნელობა ის აზერბაიჯანელი იქნება თუ სხვა ქვეყნის მოქალაქე. დანაშაული ჩაიდინა და უნდა დაისაჯოს სამაგალითოდ, რომ მომავალში ასეთი ფაქტები აღარ განმეორდეს“, – განაცხადა ალი ბაბაევმა.
შეგახსენებთ, რომ თბილისში მოზარდს თავს, რამდენიმე დღის წინ, ლიფტში დაესხნენ.
მომხდართან დაკავშირებით, 28 მარტს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა თბილისში, ვაჟა-ფშაველას მე-7 კვარტალში, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქე – 1996 წელს დაბადებული რ.ა. არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი ძალადობის ფაქტზე დააკავეს.
დანაშაული 4-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები