ჩრდილოეთ ოსეთში ქალების ჩხუბს ერთ–ერთი მათგანი ემსხვერპლა

ჩრდილოეთ ოსეთში ვლადიკავკაზის მაცხოვრებელი 32 წლის ქალი დააკავეს, რომელმაც ჩხუბის დროს მეორე ქალი დანით მოკლა. გამოძიების ინფორმაციით, წარსულში ნასამართლევ ქალბატონსა და 1986 წელს დაბადებულ მის ნაცნობს შორის, სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა, რაც ფიზიკურ შეხლა–შემოხლაში გადაიზარდა. 32 წლის ქალმა ჩხუბისას, მეორეს, მკერდში რამდენჯერმე დანა ჩაარტყა. ინციდენტი კამბილეევსკის რაიონში მოხდა. დაჭრილი ადგილობრივ საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც პირველადი სამედიცინო დახმარება გაუწიეს, თუმცა, მოგვიანებით, რესპუბლიკურ კლინიკურ საავადმყოფოში გადაყვანისას, ის სასწრაფო დახმარების სამსახურის მანქანაში გარდაიცვალა.
ადგილობრივმა პოლიციამ დამნაშავის ვინაობა მალევე დაადგინა და ის დააკავა. შემთხვევის ადგილიდან ოთხი დანა და დანაშაულის სხვა მტკიცებულებები ამოიღეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები