2 აპრილი

10:30 საათზე – ,,აზერბაიჯანელთა ეროვნული კონგრესის თავმჯდომარე“ ალი ბაბაევი პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს.
თემა: ეროვნული უმცირესობების ინტეგრაცია; სამეთვალყურეო საბჭოს კანდიდატი; არასრლუწლოვანზე თავდასხმა და წამება აზერბაიჯანელი მოქალაქის მხრიდან.
მისამართი: წერეთლის გამზირი #99, სადარბაზო 3, სართული 1, ბინა 49 (გამოფენის პირდაპირ, „საქართველოს ბანკის“ უკან).
 

11:00 საათზე – ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ იურისტი ია გოგნაძე პორტალ „კვირას“ პრესკლუბში ბრიფინგს გამართავს და შესწავლის შედეგებს წარმოადგენს, თემაზე: ქონებები, რომელიც სახელმწიფომ პრივატიზაციის გზით, 2016-2017 წლებში, ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე, 1 ლარად გაასხვისა.

მისამართი: წერეთლის გამზირი #99, სადარბაზო 3, სართული 1, ბინა 49 (გამოფენის პირდაპირ, „საქართველოს ბანკის“ უკან).

 

12:00 საათზე, საერთაშორისო დაცვის მქონე ქალები კათარზისში მცხოვრებ მოხუცებს ნაციონალური კერძებით გაუმასპინძლდებიან.
ღონისძიებას დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი და გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის წარმომადგენელი საქართველოში იოჰანეს ფან დერ კლაუ დაესწრებიან.
მისამართი: თბილისი, აღმაშენებლის გამზ. N121

14:00 საათზე, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური, თბილსის 72-ე საჯარო სკოლაში, აუტიზმის ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, აუტისტური სპექტრის მქონე მოსწავლეების მიერ გამართულ ღონისძიებებს დაესწრება.
ადგილი: 72-ე საჯარო სკოლა
მისამართი: გორგასლის ქ. 2

10:00 საათზე, თბილისის საკრებულოში, თბილისის მერიის წარმომადგენლები კომპანია “სითი ინსტიტუტის” წევრებს შეხვდებიან. შეხვედრის დასრულების შემდეგ, თბილისის მერი კახა კალაძე ბრიფინგს გამართავს.

10:30 – 14:00 საათზე, სასტუმროში „რედისონი ბლუ ივერია” (ვარდების რევოლუციის მოედანი #1, თბილისი), გაიმართება საქართველოს პარლამენტისა და ბიზნეს კომპანიების წარმომადგენლების შეხვედრა ღია პარლამენტის 2018-2019 წლების სამოქმედო გეგმის შესახებ.

შეხვედრის ორგანიზატორია საქართველოს პარლამენტის ღია და გამჭვირვალე მმართველობის მუდმივმოქმედი საბჭო, ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელშეწყობით, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტთან (IDFI) თანამშრომლობით.

შეხვედრა გაიმართება საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, რომელიც ითვალისწინებს საჯარო კონსულტაციებს საკანონმდებლო ღიაობის საკითხებზე არასამთავრობო და კერძო სექტორების, ადგილობრივი თვითმმართველობის, აკადემიური წრეების, ახალგაზრდობისა და მედიის წარმომადგენლებთან საქართველოს რვა ქალაქში – თელავში, რუსთავში, მარნეულში, ქუთაისში, ზუგდიდში, ბათუმსა და თბილისში.

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ რუსთავსა და თელავში  კონფერენციებს გამართავს, რომელსაც პარტიის თავმჯდომარე, პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გახსნის.
რუსთავი – 13.00 საათი,  რუსთავის თეატრი; მისამართი:  ფიროსმანის ქუჩა, 7
თელავი – 16.00 საათი , თელავის თეატრი; მისამართი: ერეკლე მეორეს მოედანი, 7

10:00 ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი ატარებს შეხვედრას შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სფეროში ასოცირების შესახებ შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებათა და გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელებასთან დაკავშირებული ღონისძიებების (კომიტეტის სამოქმედო გეგმიდან გამომდინარე) თაობაზე. შეხვედრა გაიმართება ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით
დღის წესრიგი
პრესრელიზი
ქობულეთი, სასტუმრო „ჯორჯია პალასი – ქობულეთი”
 
10:30 ირინა ფრუიძე, კახაბერ კუჭავა – ღია პარლამენტის ცნობიერების ამაღლების და საჯარო კონსულტაციის კამპანიის ფარგლებში შეხვედრა კერძო სექტორის წარმომადგენლებთან. ღონისძიების მხარდამჭერია ევროკავშირი (EU) და გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტთან (IDFI) თანამშრომლობით.
დღის წესრიგი
თბილისი, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერია” (ვარდების რევოლუციის მოედანი #1)
 
12:00 ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა
დღის წესრიგი
თბილისი, კომიტეტის სათათბირო ოთახი
 
13:00 განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის მხარდაჭერით, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ორწლიანი ანგარიშის პრეზენტაცია და ვიზუალური მასალის გამოფენა გაიმართება
თბილისი, შოთა რუსთაველის სახელობის დარბაზი
 
13:45 იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას შეხვედრა აშშ-ის ფედერალური ოლქის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლესთან, ელისონ დანქენთან
თბილისი, კომიტეტის სათათბირო ოთახი

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები