„თავისუფლება ნოშიკო ნამორაძეს“ – ფეისბუქზე ახალი გვერდი შეიქმნა

  „თავისუფლება ნოშიკო ნამორაძეს“ – ამ სახელწოდებით დავით კოდუას ცემაში ბრალდებული ნოშრევან ნამორაძის მხარდასაჭერად ფეისბუქზე გვერდი შეიქმნა. გვერდი სოციალურ ქსელში მას შემდეგ გაჩნდა, რაც საქალაქო სასამართლომ ნამორაძეს აღმკვეთ ღონისძიებად ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. გვერდი უკვე 1000-მდე მომხმარებელმა მოიწონა.
შეგახსენებთ, რომ დავით კოდუაზე თავდასხმა 3 მაისს მოხდა. კოდუას ცემის ფაქტზე შსს-მ ნოშრევან ნამორაძე დააკავა. საქალაქო სასამართლომ ბიზნესმენ დავით კოდუას ცემაში ბრალდებულ ნოშრევან ნამორაძეს აღკვეთის ღონისძიებად 2 -თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები