რუსთავში “საქართველოს ბანკის” ფილიალის დაყაჩაღება სცადეს
რუსთავში, “საქართველოს ბანკის” ექსპრეს ფილიალის დაყაჩაღება სცადეს. შუახნის მამაკაცი ბანკში შეიჭრა და მუქარით თანხის გამოძალვას შეეცადა.
ადგილზე დაცვის პოლიცია და საპატრულო პოლიცია იყო მობილიზებული. სამართალდამცველებმა 50-წლამდე ასაკის მამაკაცი ადგილზე დააკავეს.
როგორც „კვირას” შსს-ში განუცხადეს, დანაშაული ცხელ კვალზე გაიხსნა. სისხლის სამართლის საქმე 179-ე მუხლით აღიძრა, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.