„სილქნეტის” მიერ მობილური ოპერატორი „ჯეოსელის” შეძენის თაობაზე პრესკონფერენცია გაიმართება
საქართველოს ისტორიაში ყველაზე მასშტაბური ტრანზაქციის, კომპანია „სილქნეტის” მიერ მობილური ოპერატორი „ჯეოსელის” შეძენის, დასრულებასთან დაკავშირებით 27 მარტს, 15:00 საათზე “რესპუბლიკის” საკონფერენციო დარბაზში პრესკონფერენცია გაიმართება, სადაც აღნიშნულ საკითხზე ისაუბრებენ:
– გიორგი რამიშვილი – კომპანია „სილქნეტის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, „სილქ როუდ ჯგუფის ” დამფუძნებელი;
– ალექსი თოფურია – „სილქ როუდ ჯგუფის” სამეთვალყურეო საბჭოს წევრი;
– ბადრი ჯაფარიძე – “თი-ბი-სი” ბანკის დამფუძნებელი;
– ვახტანგ ბუცხრიკიძე- “თი-ბი-სი” ბანკის გენერალური დირექტორი.
პრესკონფერენციაზე საპატიო სტუმრის სტატუსით მოწვეულნი არიან საქართველოს მთავრობის წევრები და ტრანზაქციის მონაწილე ქართული და რეგიონული ბანკების წარმომადგენლები.
R