27 მარტი
10:30 საათზე – პოლიტოლოგი ვახტანგ მაისაია პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს.
თემა: ევროპიდან და ამერიკიდან რუსი დიპლომატების გაძევება; ამერიკის მორიგი დახმარება საქართველოს და გადაწყვეტილება იმ ქვეყნებთან დაკავშირებით, ვინც ოკუპირებული ტერიტორიები აღიარა; სამეზობლო პოლიტიკა; ჟენევის ფორმატი.
მისამართი: წერეთლის გამზირი #99, სადარბაზო 3, სართული 1, ბინა 49 (გამოფენის პირდაპირ, „საქართველოს ბანკის“ უკან).
———————————————————————-
11:00 საათზე – ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ იურისტი, გიორგი ლაბაძე, პორტალ „კვირას“ პრესკლუბში ბრიფინგს გამართავს.
თემა: სკანდალური ფაქტები ჩინური კომპანია „სინოჰიდროს“ სისხლის სამართლის საქმეებზე, ადმინისტრაციულ დარღვევებზე, სახელმწიფოსთვის მიყენებულ ფინანსურ ზიანზე და მიმართვა მთავრობას, სამართალდამცავ უწყებებს დანაშაულის რეაგირებაზე.
მისამართი: წერეთლის გამზირი #99, სადარბაზო 3, სართული 1, ბინა 49 (გამოფენის პირდაპირ, „საქართველოს ბანკის“ უკან).
12:00 საათზე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკ) ახალ ლოგოსა და საკომუნიკაციო სტრატეგიას წარადგენს. სემეკის თავმჯდომარე ირინა მილორავა ახალი საკომუნიკაციო სტრატეგიის ფარგლებში სემეკის სამომავლო გეგმებზე ისაუბრებს.
მისამართი: სემეკის ოფისი, ა.მიცკევიჩის N19.