ირაკლი კობახიძეს იორდანიის წარმომადგენლობითი პალატის სპიკერმა წერილით მიმართა
იორდანიის წარმომადგენლობითი პალატის სპიკერმა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს წერილი გამოუგზავნა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.
” წარმომადგენლობითი პალატის ზოგიერთი წევრის მიერ აფხაზეთში ბოლოდროინდელ ვიზიტთან დაკავშირებით, გვსურს ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ ეს იყო კერძო ვიზიტი და რომ იგი არ ასახავს იორდანიის წარმომადგენლობითი პალატის ოფიციალურ პოზიციას, რომელიც შეესაბამება იორდანიის ჰაშემიტური სახელმწიფოს ოფიციალურ პოზიციას აფხაზეთთან დაკავშირებით, რომელიც გამოხატავს პატივისცემას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ
„თქვენო აღმატებულებავ, ბატონო საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარევ, ჩემთვის დიდი პატივია, მოგესალმოთ და უდიდესი მადლიერება გამოვხატო თქვენი ძალისხმევისათვის, რომელიც მიმართულია ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაძლიერებისაკენ და მსურს გისურვოთ წარმატება თქვენს საქმიანობაში.
ამ დადებით ფონზე, მსურს გამოვყო რამდენიმე საკითხი: თქვენი ბოლოდროინდელი ვიზიტი იორდანიის ჰაშემიტურ სახელმწიფოში ერთობ წარმატებული იყო ჩვენს ქვეყნებს შორის ორმხრივი კავშირების გამყარების მხრივ; ჩვენ კარგად მოგვეხსენება თქვენს რეგიონში არსებული პოლიტიკური საკითხები და მათი გავლენა საერთაშორისო დონეზე; წარმომადგენლობითი პალატა ვერ აუკრძალავს თავის წევრებს მსოფლიოს რომელიმე ნაწილის მონახულებას. წარმომადგენლობითი პალატის ზოგიერთი წევრის მიერ აფხაზეთში ბოლოდროინდელ ვიზიტთან დაკავშრებით, გვსურს ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ ეს იყო კერძო ვიზიტი და რომ იგი არ ასახავს იორდანიის წარმომადგენლობითი პალატის ოფიციალურ პოზიციას, რომელიც შეესაბამება იორდანიის ჰაშემიტური სახელმწიფოს ოფიციალურ პოზიციას აფხაზეთთან დაკავშირებით, რომელიც გამოხატავს პატივისცემას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ.
და ბოლოს, გსურს მადლობა გადაგიხადოთ თქვენი მხარდაჭერისათვის საქართველო-იორდანიის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის შექმნის თაობაზე, რომელიც დიდი იმედი გვაქვს, რომ ხელს შეუწყობს ურთიერთობების გაუმჯობესებასა და დიალოგის დამყარებას, და ასევე უზრუნველყოფს მუდმივ მხარდაჭერას ორმხრივი ურთიერთობებისათვის. დიდი იმედი გვაქვს, რომ ჩვენი თანამშრომლობა და გაცვლითი ვიზიტები კიდევ უფრო ინტენსიური გახდება მომავალში“,-აღნიშნულია წერილში.