დავით ნარმანია: სოფელ გლდანს სასმელი წყლის მიწოდება უახლოეს მომავალში აღუდგება

   სოფელ გლდანის მოსახლეობას სასმელი წყლის არქონის გარდა, საკანალიზაციო სისტემის არარსებობა აწუხებს. კოალიცია „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატთან დავით ნარმანიასთან შეხვედრაზე მოსახლეობამ განაცხადა, რომ წყალდიდობის დროს ეზოები კანალიზაციის წყლით ივსება, რაც ანტისანიტარიის კერებს ქმნის და საშიშია ჯანმრთელობისთვის.
დავით ნარმანიას თქმით, მიუხედავად იმისა, რომ სასმელი წყლის პრობლემის მოგვარება წყალმომარაგების კომპანიის პრეროგატივაა, მერიის თანადაფინასებით, ერთობლივი ძალისხმევით, სოფელ გლდანში წყლის მიწოდება უახლოეს მომავალში აღდგება. მოსახლეობასთან შეხვედრას კომპანია „ჯორჯიან ვოთერ ენდ ფაუერის“ ხელმძღვანელი გიორგი გაჩეჩილაძე ესწრებოდა. მისი თქმით, წყლის გაყვანის სამუშაოები უკვე დაწყებულია და 25 მაისიდან არსებული რეზერვუარის რეაბილიტაცია იწყება, პარალელურად დაგეგმილია 800 მეტრი სიგრძის მილის გაყვანა. დავით ნარმანიამ მოსახელობას საარჩევნო პროგრამის ძირითადი მიმართულებები გააცნო და ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამის განხორციელების გეგმებზე ისაუბრა. თბილისის მერობის კანდიდატი მოსახლეობას ასევე ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას, მდინარე გლდანულას ნაპირსამაგრი სამუშაოების ჩატარებას და საბავშვო ბაღების კეთილმოწყობას დაჰპირდა. დღესვე დავით ნარმანია გლდანულას მოსახლეობას შეხვდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები