შუახევში, მდინარეში დაკარგული 14 წლის ბიჭი გარდაცვლილი იპოვეს

შუახევის სოფელ შუბანში, მდინარეში დაკარგული 14 წლის ბიჭი მაშველებმა დღეს დილით გარდაცვლილი იპოვეს. როგორც “კვირას” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, სამძებრო სამუშაოებში, გუშინ, თბილისიდან მაშველთა დამატებითი ჯგუფი ჩაერთო. მათივე ცნობით, შემთხვევის ადგილზე სამაშველო სამსახურის 12 ჯგუფი იყო მობილიზებული.
შეგახსენებთ, რომ მოზარდს მდინარეში სამი დღის განმავლობაში ეძებდნენ. არსებული ინფორმაცით, მას ბურთი მდინარეში ჩაუვარდა და მის ამოსაღებად წყალში შევიდა.
შსს-მ, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები