მესტიის მიმართულებით ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

მესტიის მიმართულებით ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა, ამის შესახებ “კვირას” საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან აცნობეს.

“ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის 96-ე კმ (ლაჯურღულა) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია”,- აცხადებენ დეპარტამენტში.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ მონაკვეთზე, წუხელ, ინტენსიური ქვისცვენის გამო ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები