არჩილ ტატუნაშვილს მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე დაკრძალავენ

არჩილ ტატუნაშვილს მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალავენ.

ტატუნაშვილის ბიძის, ზურაბ ტატუნაშვილის თქმით, სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებსა და ოჯახს შორის ბოლო კომუნიკაცია დღეს საღამოს შედგა და გადაწყვეტილება უკვე მიღებულია. ინფორმაციას თავადცავის სამინისტროშიც ადასტურებენ.

გარდაცვლილის ბიძის თქმით, ტატუნაშვილის ძმათა სასაფლაოზე დაკრძალვა საზოგადოების ნაწილმა და თავად დაღუპულის ოჯახმა მოითხოვა.

თავდაპირველად გავრცელებული ინფორმაციით, არჩილ ტატუნაშვილი 24 მარტს ქანდას სასაფლაოზე უნდა დაეკრძალათ.

არჩილ ტატუნაშვილი 22 თებერვალს დილით ახალგორიდან გაიტაცეს, 23 თებერვალს, გამთენიისას კი, ოკუპირებული ცხინვალის ინფორმაციით, ის სუნთქვის უკმარისობით გარდაიცვალა.

ტატუნაშვილის ცხედარი ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე 20 მარტს გადმოასვენეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები