ზვიად დევდარიანი „სიდას“ აღმასრულებელი დირექტორობიდან გადადგა

ზვიად დევდარიანი „სიდას“ აღმასრულებელი დირექტორობიდან გადადგა ზვიად დევდარიანი არასამთავრობო ორგანიზაცია „სიდას“ აღმასრულებელი დირექტორობიდან გადადგა. როგორც ორგანიზაციის განცხადებაშია ნათქვამი, დღეს გაიმართა ორგანიზაციის გამგეობის სხდომა, რომელმაც ერთხმად დააკმაყოფილა ზვიად დევდარიანის განცხადება უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტასთან დაკავშირებით და სიდას აღმასრულებელი დირექტორის მოვალეობის დროებით შემსრულებლად დანიშნა ორგანიზაციის კორპორაციული პასუსიხმგებლობის მიმართულების მენეჯერი სალომე ზურაბიშვილი.

“სიდას“ გამგეობა გმობს სექსუალურ და ნებისმიერი სხვა სახის შევიწროვებასა და ძალადობას და შეშფოთებულია შექმნილი ვითარებით. გამგეობის წევრები სრულად აცნობიერებენ, რომ ძალადობისა და სექსუალური შევიწროვების შესაძლო ფაქტები, რაც უკავშირდება “სიდას“ ყოფილ აღმასრულებელ დირექტორს, ჩრდილს აყენებს არა მხოლოდ ორგანიზაციას, არამედ მთლიანად სამოქალაქო სექტორს“, – ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ სიდას ყოფილ აღმასრულებელ დირექტორს, ზვიად დევდარიანს სექსუალურ შევიწროვებაში ადანაშაულებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები