გენადი მარგველაშვილი: თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფლებში გაზიფიცირების სამუშაოები დასრულდა

თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფლებში გაზიფიცირების სამუშაოები დასრულდა და  ამჟამად  მასშტაბური დაქსელვა მიმდინარეობს, რის შემდეგაც მოსახლეობა ბუნებრივი აირით ისარგებლებს.

ქუთაისის N47 ოლქის მაჟორიტარმა დეპუტატმა გენადი მარგველაშვილმა, თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერ ბონდო სოფრომაძესთან, საკრებულოს თავმჯდომარე ნინო ჯანელიძესთან  და პარლამენტარებთან გიორგი თორთლაძესთან და გიორგი მაკრახიძესთან ერთად, თერჯოლის თემის სოფელ ნაგარევში, ცირეკიძეების ოჯახში, ბუნებრივი აირი სიმბოლურად აანთო.

როგორც გენადი მარგველაშვილმა განაცხადა, გაზიფიცირების პრობლემის მოსაგვარებლად მოსახლეობამ  წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში მიმართა.

“ჩვენი   შუამდგომლობით სოფლებში  ბუნებრივი აირის სარემონტო სამუშაოები ზაფხულის დასაწყისში დაიწყო, ძრითადი სამუშაოები უკვე შესრულებულია და პროექტიც დასრულების ეტაპზეა. სოფელ ნაგარევის 28 მოსახლეს უკვე მიეწოდება ბუნებრივი აირი, სექტემბრის ბოლომდე კი გამრიცხველიანება საბოლოოდ დასრულდება, ხოლო  თერჯოლის სოფლებში გოდოგანში, ნაგარევსა და ბროლისქედში ოჯახებს ბუნებრივი აირი სრულყოფილად მიეწოდება. აღნიშნულ სოფლებში გაზიფიცირების სამუშაოებს  “სოკარჯორჯია გაზის” დაქვემდებარებაში  მყოფი  შპს “გაზ სერვისი”  ახორციელებს“,-განაცხადა გენადი მარგველაშვილმა.

ცნობისთვის, თერჯოლის მუნიციპალიტეტში 2016-2018 წლებში 400 აბონენტი გაზიფიცირდება. აღსანიშნავია, 2014 წელს ბუნებრივი გაზის ქსელზე მიერთების ტარიფი 600-დან 400 ლარამდე შემცირდა. მოქალაქეებს შემცირებული ტარიფის გადახდა 25 ლარიანი პორციებით 16 თვის განმავლობაში შეუძლიათ. მომსახურების ღირებულებაში შედის ბუნებრივი გაზის ერთი წერტილის მოწყობა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები