თბილისის მერი დაუნის სინდრომის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო

დედაქალაქის მერი კახა კალაძე დაუნის სინდრომის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო. თბილისის მერმა ღონისძიების მონაწილე პატარებს საჩუქრები გადასცა და მათ, დედაქალაქის მერიისგან, მაქსიმალურ მხარდაჭერას დაჰპირდა.
„დღევანდელ დღეს მთელი მსოფლიო აღნიშნავს. ჩვენც მეტი ინფორმაცია უნდა მივაწოდოთ საზოგადოებას დაუნის სინდრომთან დაკავშირებით და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ განსხვავებული შესაძლებლობების მქონე ყველა ადამიანს თანაბარი საარსებო პირობები ჰქონდეს. „მზის შვილებმა“ არაერთი მაგალითი გვაჩვენეს, თუ როგორ უნდა იყვნენ წარმატებული, რისთვისაც თანადგომა და მხარდაჭერა სჭირდებათ. მათ მერიისგან, შესაძლებლობების ფარგლებში, მაქსიმალური მხარდაჭერა ექნებათ“, – განაცხადა კახა კალაძემ.
ღონისძიება არასამთავრობო ორგანიზაცია „მზის შვილების“ ორგანიზებით გაიმართა, რომელსაც კახა კალაძესთან ერთად, თბილისის მერის მოადგილე სოფიო ხუნწარია, მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსი გელა ჩივიაშვილი და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი ბირბიჩაძე დაესწრნენ.
21 მარტი დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეა. ამ დღეს დაუნის სინდრომის შესახებ ცნობადობის ამაღლების მიზნით, მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში და მათ შორის საქართველოში, სხვადასხვა ღონისძიება იმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები