გიორგი კვირიკაშვილმა მესაზღვრეებს პროფესიული დღე მიულოცა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მესაზღვრეებს პროფესიული დღე პირადად მიულოცა.
გიორგი კვირიკაშვილი საქართველოს თითოეულ მესაზღვრეს მადლობას უხდის გაწეული სამსახურისთვის და წარმატებებს უსურვებს.
„21 მარტს მესაზღვრის პროფესიული დღე აღინიშნება.
ვულოცავ ამ დღეს საქართველოს სასაზღვრო ძალებს, თითოეულ მესაზღვრეს!
საქართველოს სახელმწიფოს საზღვრების დაცვა და ქვეყნის უსაფრთხოების სადარაჯოზე დგომა ურთულესი და ძალიან საპატიოა მისიაა, რასაც ჩვენი ქვეყნის გუშაგები თავდაუზოგავად და ერთგულად ემსახურებიან.
მადლობას ვუხდი ყველას, გაწეული სამსახურისთვის. მშვიდობასა და წარმატებებს ვუსურვებ საქართველოს მესაზღვრეებს“ – ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ მილოცვის ტექსტში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები