ზაქარია ქუცნაშვილი: ოკუპანტი ჩვენი მოქალაქეების უფლებებს არღვევს არამხოლოდ ოკუპირებულ ტერიტორიებზე, არამედ აქეთაც

ჩვენ ვგმობთ ოკუპაციას და ოკუპირებულ ტერიტორიაზე უფლებების დარღვევას, მაგრამ ოკუპანტი ჩვენი მოქალაქეების უფლებებს არღვევს არამხოლოდ ოკუპირებულ ტერიტორიებზე, არამედ აქეთაც – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა ზაქარია ქუცნაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
საკანონმდებლო ორგანოში დეპუტატები, არჩილ ტატუნაშვილთან დაკავშირებით, საპარლამენტო რეზოლუციის პროექტს განიხილავენ.
„წარმოდგენილი რეზოლუციით საქართველოს პარლამენტი გმობს რუსეთის ფედერაციის მიერ აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციას და ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების და თავისუფლების ხელყოფას. ვგმობთ ოკუპაციას და ოკუპირებულ ტერიტორიაზე უფლებების დარღვევას, მაგრამ ოკუპანტი ჩვენი მოქალაქეების უფლებებს არღვევს არამხოლოდ ოკუპირებულ ტერიტორიებზე, არამედ აქეთაც. ამიტომ, ხომ არ სჯობს, რომ საქართველოს ტერიტორიაზე ადამიანის უფლებების დარღვევა დავაფიქსიროთ, რომელიც მოიცავს ორივე მხარეს, რადგან მტერს უნდა, რომ ჩვენ გაგვყოს ორ ნაწილად – იქითა მხარედ და აქეთა მხარედ. ჩვენი ამოცანაა, რომ უფლებების დარღვევის ფაქტი დავაფიქსიროთ ერთიანად საქართველოს შემადგენლობაში იმის განურჩევლად, ოკუპანტი იქითკენ დაარღვევს თუ აქეთ დაარღვევს,“ – განაცხადა ქუცნაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები