არჩილ თალაკვაძე – ომიდან სამ თვეში გრიგოლ ვაშაძე რუსეთს კონცერტის ჩატარებას სთხოვდა

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე „ნაციონალურ მოძრაობას“ ურჩევს, ფრაქციის სხდომაზე, საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძის ნაცვლად, გრიგოლ ვაშაძე დაიბარონ.
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე არჩილ თალაკვაძემ “ნაციონალურ მოძრაობას“ რუსეთს ხელისუფლებისადმი გრიგოლ ვაშაძის მიწერილი წერილი შეახსენადა აღნიშნა, რომ თუ ვინმე კაპიტულაციას აკეთებს ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ, ეს იყო გრიგოლ ვაშაძე.
2008 წლის ომიდან 3 თვეში, როდესაც ათულობით ქართველი ჯარისკაცი უგზო-უკვლოდ დაკარგულად იყო მიჩნეული, გრიგოლ ვაშაძე რუსეთის ხელისუფლებას სთხოვდა კონცერტების ჩატარებას, მათ შორის, „ერისონის“ მონაწილეობით. წერილი,რუსეთს, ვაშაძემ საქართველოს კულტურის მინისტრის რანგში მიწერა, ცოტა ხანში კი საგარეო უწყების ხელმძღვანელად დაინიშნა.
„მინდა გიორგი კანდელაკს გამოვეხმაურო, ეროზიისა და კოროზიის მანიშნებელი იყო სწორედ გრიგოლ ვაშაძის განცხადება არაკვალიფიციური, სახელმწიფოინტერესებისთვის დამაზიანებელი და საერთოდ, რაზეც ვაშაძე თავის ბრიფინგში საუბრობდა, ეს საკითხი ჟენევის ფორმატთან დაკავშირებით არის სწორედ„ნაციონალური მოძრაობის” მიერ ინიცირებული 2012 წლის იანვარში. შესაბამისად, ხელების გამოშვერა ჩვენსკენ, თითქოს რაღაც დავძარით ისეთი, რაცსახელმწიფო ინტერესებს ეწინააღმდეგება, არის მიუღებელი და სრულიად უსაფუძვლო. ოპოზიციის წარმომადგენლის მიერ ითქვა, რომ პასუხები გვჭირდებაჩვენ რა ხდება. დიახ, ჯობდა, რომ ჯერ დასმულიყო კითხვები, მიგეღოთ პასუხები და შემდეგ ჩატარებულიყო უტიფარი ბრიფინგი, რომელიც დღეს ჩვენ ვნახეთდა სადაც უსაფუძვლო ბრალდებები იყო მოცემული”, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გრიგოლ ვაშაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, რომ რუსული პრესა რუსულ დიპლომატიურწყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ ჟენევაში ამ თვის ბოლოს დაგეგმილი კონსულტაციების რაუნდზე საქართველო, ე.წ. აფხაზეთის დასამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა, რუსეთის ფედერაცია, შეერთებული შტატები და ჟენევის კონსულტაციების თანათავმჯდომარეები, მიიღებენ დეკლარაციას,რომლის მიხედვითაც ჟენევის კონსულტაციებში მონაწილე ყველა მხარე უარს იტყვის ერთმანეთთან ურთიერთობაში ძალის გამოყენებაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები