ვანო ზარდიაშვილი კახა კუჭავას ინიციატივას მხარდაჭერას უცხადებს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ვანო ზარდიაშვილი, გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, კახა კუჭავას ინიციატივას „საკომიტეტო მოკვლევასთან” დაკავშირებით, მხარდაჭერას უცხადებს.

„აღნიშნული ინიციატივის მიხედვით, გარემოს დაცვის კომიტეტის ფარგლებში შეიქმნება ყველა საპარლამენტო პარტიიდან შემდგარი სამუშაო ჯგუფი, რომელის მუშაობაში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა ექნება საკითხით დაინტერესებულ ყველა ადამიანსა თუ ორგანიზაციას. მნიშვნელოვანია, რომ სამუშაო ჯგუფისათვის განსახილველად შეირჩევა ისეთი თემები, რომლებიც საზოგადოების ინტერესშია, დაკავშირებულია ადამიანის ჯანმრთელობასა და ჩვენი შვილების მომავალთან. აქედან გამომდინარე, ერთ-ერთ პირველ თემად შეირჩა თბილისში ჰაერის ხარისხის დაბინძურების საკითხი, რომელიც თითოეულ ჩვენგანს აწუხებს. დარწმუნებული ვარ, ჯგუფის მუშაობის შედეგად მიღებული დირექტივები და რეკომენდაციები მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს თბილისში ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებას.  რაც ყველაზე მთავარია, სამუშაო ჯგუფი ზედამხედველობას განახორციელებს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შესრულებაზე, რაც ხელს შეუწყობს პარლამენტის საზედამხედველო ფუნქციის გაძლიერებას“,- განაცხადა ვანო ზარდიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები