რუსთავში ავარიის დროს დაშავებულთაგან ერთ-ერთი გარდაიცვალა

რუსთავში, რუსთაველის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავებული ხუთი ადამიანიდან ერთ-ერთი, 50 წლამდე კაცი გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, მას ოპერაცია რამდენიმე საათის განმავლობაში უტარდებოდა, თუმცა ექიმებმა გადარჩენა ვერ შეძლეს.
ავარიისას დაშავებული დანარჩენი ოთხი ადამიანის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
ავტოსაგზაო შემთხვევა რუსთავში დღის მეორე ნახევარში მოხდა. სატვირთო ავტომობილი N6 სამარშუტო მიკროავტობუსს დაეჯახა. ავარიის შედეგად, ხუთი ადამიანი დაშავდა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები