პალესტინის პრემიერ-მინისტრი აფეთქებას გადაურჩა

0

პალესტინის ლიდერმა მაჰმუდ აბასმა მიიღო გადაწყვეტილება, იორდანიაში ვიზიტი შეეწყვიტა. გადაწყვეტილების მიღების მიზეზი პალესტინის მთავრობის ხელმძღვანელის რამი ჰამდალას კორტეჟზე თავდასხმა გახდა. ადგილობრივი მედია იუწყება, რომ ღაზას სექტორში ასაფეთქებელი მოწყობილობა პრემიერ-მინისტრის კორტეჟთან ახლოს ამოქმედდა. თავად ჰამდალა, რომელიც იორდანეს დასავლეთ ნაპირიდან იშვიათი ვიზიტით იყო ჩასული, არ დაშავებულა. პალესტინის მთავრობამ აფეთქებაზე პასუხისმგებლობა უკვე დააკისრა „ჰამასს“. თუმცა, ღაზას სექტორის მმართველმა ძალამ ჰამდალას კორტეჟზე თავდასხმა დაგმო და სამართალდამცველებს მოუწოდა, უმოკლეს დროში იპოვონ დამნაშავეები.
პალესტინის ლიდერი იორდანიაში ორდღიანი ვიზიტით იმყოფებოდა. ადგილობრივმა პოლიციამ უკვე განაცხადა რამდენიმე ეჭვმიტანილის დაკავების შესახებ. როგორც ირკვევა, აფეთქებასთან კავშირში შესაძლოა იყვნენ ჯიჰადისტური დაჯგუფებების აქტივისტები, რომლებიც ახლოს არიან „ისლამურ სახელმწიფოსთან“.

კომენტარები

კომენტარი