შსს-მ ხელვაჩაურში არასრულწლოვნების ჩხუბის ამსახველ ვიდეოზე გამოძიება დაიწყო

შს სამინისტრომ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოსთან დაკავშირებით, რომელზეც არასრულწლოვნებს შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირებაა ასახული, გამოძიება დაიწყო.
ვიდეოკადრებში არასრულწლოვანებს შორის ჩხუბია ასახული, კერძოდ, ნაჩვენებია თუ როგორ უსწორდება ორი მოზარდი ბოშა გოგონებს.
შემთხვევა ხელვაჩაურში ხდება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს. სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები