თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. კომპანია “თელასის” ცნობით, აღნიშნულის მიზეზი ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების სამუშაოებია.
გლდანის რაიონს ელექტროენერგიაზე შეზღუდვა 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეეხება. კერძოდ სოფელი გლდანისა და გლდანის მასივის I მიკრორაიონის მაცხოვრებლებს.
ვაკის რაიონში ელექტრომომარაგება 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეიზღუდება. საუბარია უნივერსიტეტისა და ოთარ ლორთქიფანიძის ქუჩებზე.
ასევე, 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ილია ჭავჭავაძის გამზირის და არაყიშვილის ქუჩის მაცხოვრებლებს. 13:00 საათიდან 15:00 საათამდე ელექტროენერგიაზე შეზღუდვა გავრცელდება რამიშვილისა და ყიფშიძის ქუჩებზე.
11:00 საათიდან 12:00 საათამდე ელექტროენერგია კრწანისის რაიონში, შეზღუდვა ნაწილობრივ შეეხება სამღებროს ქუჩას.
საბურთალოს რაიონში 13:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა ნაწილობრივ შეეხება პოლიტკოვსკაიას ქუჩას. ჩუღურეთის რაიონში კი ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 12:00 საათიდან 15:00 საათამდე ელექტრომომარაგება წინამძღვრიშვილის ქუჩაზე ნაწილობრივ შეიზღუდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები