შუხუთი-აცანას მონაკვეთზე მოძრაობა ორმხრივად აღდგა

შუხუთი-აცანას მონაკვეთზე მოძრაობა ორმხრივად აღდგა. ამის შესახებ “კვირას” საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან აცნობეს.

“ჩატარებული ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის შუხუთი-აცანა-მამათი-ძიმითის საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია”,- აცხადებენ დეპარტამენტში.

შეგახსენებთ, რომ 6 მარტს მეწყრული პროცესების გააქტიურების შედეგად, აღნიშნულ მონაკვეთზე განმეორებით ჩამოვიდა მიწა კლდის-ნაშალი. რის გამოც აკრძალული იყო ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები