პრემიერ-მინისტრი: გუდიაშვილის მოედნის რეაბილიტაცია მამულიშვილური საქმეა, ისტორიული სახის შესანარჩუნებლად

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა გუდიაშვილის მოედანზე, პროექტის პრეზენტაციის დაწყებამდე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ეს ის ადგილია, სადაც განსაკუთრებით იგრძნობა თბილისის სუნთქვა და ის სულისკვეთება, რომელმაც დედაქალაქი შემოინახა ისეთად, როგორიც დღესაა.

მისივე შეფასებით, წლების განმავლობაში ინფრასტრუქტურის გაუმართაობამ და უყურადღებობამ სავალალო შედეგებამდე მიიყვანა ულამაზესი შენობების მდგომარეობა.

“ნამდვილად სასიხარულოა, რომ დღეს ვიწყებთ ძალიან მნიშვნელოვან პროექტს. ახალი ტფილისის პროექტის ფარგლებში გუდიაშვილის მოედნის რეაბილიტაცია-აღდგენა არის მართლაცდა პატრიოტული, მამულიშვილური საქმე იმისათვის, რომ თითოეულ ამ ულამაზეს შენობას შევუნარჩუნოთ ისტორიული სახე. ეს არის ის ადგილი, სადაც განსაკუთრებით იგრძნობა თბილისის სუნთქვა, ის სულისკვეთება, რომელმაც ჩვენი დედაქალაქი შემოინახა ისეთად, როგორიც არის დღეს და აქცია ერთ-ერთ ულამაზეს ქალაქად მთელ მსოფლიოში. წლების განმავლობაში ინფრასტრუქტურის გაუმართაობამ და უყურადღებობამ სავალალო შედეგებამდე მიიყვანა ამ ულამაზესი შენობების მდგომარეობა, ამიტომ ნამდვილად არის მამულიშვილური საქმე, რომ დღეს ამ მოედნის აღდგენა-რეაბილიტაციას ვიწყებთ. არა მხოლოდ ამ მოედნის, არამედ მიმდებარე ქუჩების და მთლიანობაში 30-მდე შენობა, თავისი ულამაზესი ეზოებით აღდგება. აქედან 18 კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია და ამიტომაც არის ეს პროექტი განსაკუთრებული“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები