ბათუმში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, 52 წლის მამაკაცი გარდაიცვალა

ბათუმში, გოგოლის ქუჩაზე მოძრავი ავტომანქანა, რომელსაც 52 წლის მამაკაცი მართავდა, ხეს შეეჯახა. მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა.
როგორც „კვირას“ შს სამინისტროში განუცხადეს, ავტოსაგზაო შემთხვევაში ორი ავტომანქანა მონაწილეობდა.
მათივე ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის სსკ-ის 276 მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები