შტორმი ზღვაზე და ადიდებული მდინარეები – საქართველოში ამინდი გაუარესდება

7 მარტს საქართველოს ცალკეულ რაიონში მოსალოდნელია მცირე ნალექი. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში +16, +21, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში +12, +17 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი.
8 მარტს დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია წვიმა. ჰაერის ტემპერატურა +14, +19 გრადუსის ფარგლებში იქნება. ქ. თბილისში შესაძლოა მცირე წვიმა აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა 7 მარტს +13, +15 გრადუსი იქნება. 8 მარტიდან 10 მარტამდე საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, მაღალმთაში თოვლი, ზოგან ძლიერი, 9 მარტს დღის მეორე ნახევრიდან დასავლეთის მიმართულების ძლიერი, 10 მარტს ღამის საათებში დროგამოშვებით ძალიან ძლიერი ქარი, მაღალმთიან ზონაში ქარბუქი, ზღვაზე 4 – 5 ბალიანი შტორმი. მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია მდინარეებზე წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება გამოიწვიოს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები