მამა მიქაელ ბოტკოველი: რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს საქმიანობას პოზიტიურად ვაფასებთ

საქართველოს საპატრიარქო რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს საქმიანობას პოზიტიურად აფასებს.
შესაბამისი შეფასება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის პრესმდივანმა მამა მიქაელ ბოტკოველმა, სასტუმრო „ქორთიად მარიოტში“, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს 2016-2017 წლების ანგარიშის პრეზენტაციისას გააკეთა.
როგორც მამა მიქაელ ბოტკოველმა აღნიშნა, მას შემდეგ, რაც სააგენტომ დაიწყო მუშაობა, რელიგიური კლიმატი საქართველოში გაჯანსაღდა.
„ამას აშკარად ვამჩნევთ ჩვენ და კმაყოფილებას გამოვხატავთ. კანონი რელიგიის შესახებ უნდა არსებობდეს, ეს საუბრები მიმდინარეობს. ყველა რელიგია ერთი და იგივე მდგომარეობაში ვერ იქნება, რადგანაც ყველა ქვეყანაში არსებობს დომინანტი რელიგია. ასეა ევროპულ ქვეყნებშიც, არსებობს დომინანტი რელიგიები და არსებობენ რელიგიები, რომლებიც არსებობენ იმ ქვეყანაში, რა თქმა უნდა, ყველაფერს ამას არეგულირებს კანონი რელიგიის შესახებ“, – აღნიშნა მამა მიქაელ ბოტკოველმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები